აშშ-ის საელჩო: განსაკუთრებით მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
„ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა (NCDC) COVID-19-თან ბრძოლაში მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.
საელჩო „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე NCDC-ის გვერდის მისამართს ავრცელებს და მოქალაქეებს ურჩევს, უახლესი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის თვალი მიადევნონ.
„ასევე, ძალიან ვამაყობთ ჩვენი გაცვლითი პროგრამების მონაწილეებით – ანა კასრაძითა (IVLP ’16) და ირმა ბურჯანაძით (ჰამფრი ’17-’18), რომლებიც NCDC-ს გუნდის წევრები არიან.
თვალი მიადევნეთ NCDC-ს ოფიციალურ გვერდს COVID-19-თან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის“, – წერია საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.