მარინა ეზუგბაია: საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი მკურნალობს, აქედან 44 არის დადასტურებული. ახალი შემთხვევა გუშინ ჩვენთან არ დაფიქსირებულა. 2 პაციენტთან ჩატარდა კვლევა, პირველადი პაციენტები არიან, პასუხი ორივესთან ნეგატიური იყო. გამოჯანმრთელებული ჩვენ გვყავს 53 პაციენტი, გუშინ ერთი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი შეგვემატა, რომელიც გუშინვე გაეწერა. გუშინ გითხარით, რომ 10 პაციენტზე ხდებოდა გამოჯანმრთელების ტესტირება. ერთთან დადასტურდა განმეორებით უარყოფითი და იმან დატოვა კლინიკა. ოთხ პაციენტთან გვაქვს პირველი ტესტირებით უარყოფითი, ვნახოთ, განმეორებითი ტესტირებით როგორ შედეგებს მივიღებთ.

44 დადასტურებული პაციენტიდან 17 გვყავს მძიმე პნევმონიით. საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს, იმ ორი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, მძიმე პნევმონიაში გადავიდა მათი მდგომარეობა. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე დღეში ალბათ გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება დაგვჭირდება და შესაბამის მონაცემებსაც მოგახსენებთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები