მაია ცქიტიშვილი: კარგად გვესმის, ნებისმიერი მცირე შეზღუდვაც კი ჩვენი მოქალაქეებისთვის არის დისკომფორტი, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა სწრაფად გამოვიდეთ ამ ვითარებიდან

“ყოველი შეზღუდვის დაწესება და გამკაცრება ჩვენთვის იყო უკიდურესი ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომლის გადადგმა გვჭირდებოდა იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვქონდა”, – ამის შესახებ​ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში განაცხადა.

“ნებისმიერ შეზღუდვა არის დისკომფორტი და ეს არის სამწუხარო რეალობა და ასევე აღვნიშნე, რომ ყოველი შეზღუდვის დაწესება და გამკაცრება ჩვენთვის იყო უკიდურესი ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომლის გადადგმა გვჭირდებოდა უშუალოდ ვირუსის გავრცელების შენელებიდან გამომდინარე და იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვქონდა.

კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი მცირე შეზღუდვაც კი არის ჩვენი მოქალაქეებისთვის დისკომფორტი, მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად გამოვიდეთ ამ ვითარებიდან, სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ ვითარებას”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები