“ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის იდეა გვაქვს, ავკრძალოთ კვირაში ორი დღე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება”

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს “ფეისბუქის” პირდაპირი ჩართვისას ახალ იდეაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო მონაცემებით, ეკოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ კვირაში ორი დღით კერძო ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალოს.

„როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მუშაობას, გვაქვს იდეა, რომ კითხვის სახით დავსვათ ჩვენი იდეა. მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება. კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად  შაბათ-კვირას, ხომ არ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილებისა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა შესაძლებელი იყოს, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაადგილება როგორც ავტობუსით, ასევე –  მეტროთი. ეს იდეაა და ამას დასჭირდება დახვეწა, ბუნებრივია. თუმცა ვნახოთ, თუ საინტერესო იქნება. დარგის სპეციალისტები ხუმრობენ კიდეც, თბილისში როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერიაო. ალბათ, ყველა ადამიანი ამჩნევს ამას და სჭირდება მოფრთხილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები