ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მესამე შვილიც „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიას მიიღებს

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მესამე შვილიც – მარიამ ნაჭყებია „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიატი გახდა. ამის შესახებ “ფეისბუქის”  გვერდზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – გიორგი კეკელიძე ავრცელებს ინფორმაციას.
„საოცარი ამბავი გვაქვს! ესპანეთში კოვიდვირუსით გარდაცვლილი ქალის მესამე შვილიც – მარიამ ნაჭყებია, მეშვიდეკლასელი სამტრედიიდან – გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატია!
ანანო, გიორგი, მარიამი – ყოველთვიური სტიპენდიით სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ საჭიროებებს გაიილოებენ. მადლობა ყველა შემომწირველს!“, – წერს გიორგი კეკელიძე.
ცნობისათვის: დაახლოებით ერთი თვის წინ ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის უფროს  შვილს, ანანო ნაჭყებიას, „გურული დღიურების ფონდმა“ ყოველთვიური სტიპენდია  დაუნიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები