ამირან გამყრელიძე: სლოგანი – “დავრჩეთ სახლში” ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს
“აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული სლოგანი – “დავრჩეთ სახლში” კვლავ ძალაშია.
“აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და უმორჩილესად გთხოვთ, რომ ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში – “დავრჩეთ სახლში” ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს”, – განაცხადა გამყრელიძემ.