Nissan-ი 15 ათას თანამშრომელს შვებულებაში უშვებს

კორონავირუსის პანდემიის გამო, “ნისანი” 15 ათას თანამშრომელს შვებულებაში უშვებს. როგორც უცხოური მედია წერს, კომპანიის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, 27 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით სამსახურში არ გამოცხადდნენ. როგორც იაპონური მედიაპორტალი – “კიდო” იტყობინება, “ნისანში” არ გამორიცხავენ, რომ კომპანიის უცხოური ქარხნებიდან 10 ათასი თანამშრომელი დაითხოვონ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 17 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით იაპონიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები