ლევან რატიანი: რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია მოთავსებული, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია მოთავსებული, აქედან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში 118 პაციენტი გვყავს, აქედან 91 პირს კოვიდ ინფექცია აქვს დადასტურებული. 9 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში. სამის მდგომარეობა მძიმეა, ანუ კრიტიკული. გემოდინამიკის რღვევით. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს – ისინი გადანაწილებულები არიან სიმძიმის კატეგორიის მიხედვით რამდენიმე სართულზე. 47 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონია, მკურნალობა სიმპტომურია, სახელმწიფო გაიდლაინის მიხედვით”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები