“ენერგეტიკული გაერთიანება”: საქართველო, კრიზისული პერიოდის მიუხედავად, ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებას განაგრძობს

“გასული წლის ბოლოს მესამე ენერგეტიკული პაკეტის შესაბამისად მიღებული ენერგეტიკის შესახებ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, საქართველომ აგრძელებს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი მეორადი საკანონმდებლო ბაზის დანერგვას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, COVID-19 კრიზისთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად”, – ამის შესახებ “ენერგეტიკული გაერთიანების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.​

მათივე ცნობით, საქართველოში ამოქმედდა ელექტროენერგეტიკული ბირჟა და დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია, რომელიც „ენერგეტიკული გაერთიანების” სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და ითვალისწინებს ქვეყანაში როგორც ორმხრივი, ისე – ორგანიზებული ელექტროენერგიის ბაზრების ეტაპობრივ განვითარებას და, ასევე, გარდამავალ პერიოდში, ბაზრის სრულ გახსნამდე, სათანადო ღონისძიებების უზრუნველყოფას.

„ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაზე მომუშავე გუნდს, რომელშიც შედიან სამინისტროს, მარეგულირებელი კომისიისა და ბიზნესის წარმომადგენლები. დღევანდელი რთული პირობების მიუხედავად, მათ მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად დროულად მოამზადეს ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია. ეს უმთავრესი ნაბიჯია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის”, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ, დირკ ბუშლემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები