სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები ისნისა და ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს გადასცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, პრემიერმინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში – ლელა აქიაშვილსა და თბილისის ვიცემერ ილია ელოშვილთნ ერთად საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 60-ზე მეტი კალათა ისნისა და ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს გადასცა.

როგორც “კვირას” სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პროექტი UNICEF-ის (გაერო-ს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამანათები, ასევე, დარიგდება ქუთაისის, ფოთისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბოშათა დასახლებებში. აღნიშნული კალათები ოჯახებს კარდაკარ ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით გადაეცემათ.

ლია გიგაურმა, ლელა აქიაშვილმა და ილია ელოშვილმა ბოშათა თემის წარმომადგენელის ელენე პროშკიანის ჩართულობით ადგილობრივებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები და მოთხოვნები გააცნეს.

ლია გიგაურის თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და როგორც ამანათები, ასევე, ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაფანტულ ყველა თემს მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები