ლევან რატიანი: რამდენიმე ექიმს შეეშინდა და სხვა კლინიკაში წავიდა, პირობას ვიძლევი, რომ არცერთი დაბრუნდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რამდენიმე ექიმს შეეშინდა და კლინიკიდან წავიდა.
„ბევრი კათედრიდან, ჩვენი კლინიკიდან გავიდა, მაგრამ პირობას ვიძლევი, რომ არცერთი დაბრუნდება. აუცილებლად უკეთესებით შევავსებ. ბევრი შეშინებული ექიმი წავიდა, მშიშარა ექიმთან ურთიერთობა ძალიან ძნელია.
ჩემს კლინიკაში, დაწყებული სანიტრიდან, დამთავრებული რამდენიმე კათედრის გამგით, უთოფო გმირები არიან. ეს უსუსური ქალბატონები, თუნდაც ასაკიანი, რომელთაც ვთხოვეთ, დაეტოვებინათ კლინიკა, არ წავიდნენ და 14 დღეა, იქ არიან. რამდენიმეს შეეშინდა და წავიდა სხვა კლინიკაში. ყველა ამას ვერ გადალახავს. მოწყვლადი ჯგუფი დარჩა ინფექციონისტების“, – განაცხადა რატიანმა „მთავარი არხის“ ეთერში.