ლევან რატიანი: რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი გვყავს, მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

“რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი გვყავს, აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რაც თანხმლები სომატური პათოლოგიებითაა გამოწვეული.

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული. აღნიშნულ პაციენტებთან დამძიმება გამოწვეულია თანმხლები სომატური პათოლოგიებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი პაციენტებიდან 53-ს აქვს დადასტურებული კოვიდ ინფიცირებლის შემთხვევით განპირობებული მწვავე პნევმონია. ამ პაციენტებთანაც მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. გვყავს, ასევე, სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ველოდებით პერიოდის გასვლას, რომელიც მოწოდებულია ჯანმო-ს მიხედვით, გადამოწმდება, გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტები და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. რამდენიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, გაეწერება კლინიკიდან. ვიდრე სრულად არ მოხდება ყველა პაციენტის გამოჯანმრთელება პროტოკოლის დაცვით, მანამდე კლინიკას არცერთი პაციენტი  დატოვებს. ამ 15 პაციენტს არ უტარდება არანაირი მკურნალობა, რადგან ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან, ჩატარებული კვლევებით არავისთან არ დასტურდება არანაირი პათოლოგია. უბრალოდ, რამდენიმე პაციენტის PCR ტესტმა, რომელიც მიჩნეულია ოქროს სტანდარტად, აჩვენა სუსტად დადებითი, გადამოწმდება რამდენიმე დღეში და იმედია, ისინი დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები