“არ უნდა ავჩქარდეთ“ – თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას, დაახლოებით, ერთ თვეში ვარაუდობს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას, დაახლოებით, ერთ თვეში ვარაუდობს.

“ძალიან არ უნდა ავჩქარდეთ. არ უნდა გავაკეთოთ ეს მარტო იმიტომ, რომ ასე გვინდა ან ქვეყნის ეკონომიკას ასე სჭირდება. უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც ქვეყანამ უზრუნველყო რაღაც სტაბილურობა ან ეპიდემიის დაღმავალი მიმართულება სწორედ იმით, რასაც აქამდე ვაკეთებდით და მერე დავიწყოთ ეტაპობრივი მოხსნა. ეს, ჩემი აზრით, იქნება სადღაც 1 თვეში”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები