იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – განაცხადეს აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში.
მიწისქვეშა ბიძგები ხონსიუს კუნძულზე მდებარე ქალაქ ოფუნატოდან 33 კმ დაშორებით, 41,7 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას არც ელექტროსადგურებზე გამოუწვევია ანომალიები.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველოს ინფორმაციით, მიაგისა და ივატეს პრეფექტურებში ბიძგები 4 მაგნიტუდას შეადგენდა, ხოლო ფუკუსიმას პრეფექტურაში – 3 მაგნიტუდას.
ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მარტში იაპონიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში 9, 0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 15 მეტრიანი გიგანტური ტალღა გამოიწვია. შედეგად ატომური ელექტროსადგურის “ფუკუსიმა-1”-ის დაზიანება მოხდა. რადიაციამ დიდი მასშტაბის ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვია.
ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის დემონტაჟი 44 წლის განმავლობაში იგეგმება.
“ფუკუსიმა-1”-ის ავარია, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, ყველაზე დიდ ავარიად მიიჩნევა.