მეუფე ნიკოლოზი: როგორც სასულიერო პირი ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი წესრიგის, რომელიც ტაძარშია

“მე, როგორც სასულიერო პირი ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი წესრიგის, რომელიც ტაძარშია”,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქაროსნები ტაძარში შეკრებილ მრევლს აფრთხილებდნენ, რომ დისტანციის წესი არ დაერღვიათ.

“ასე ამომწურავად, დამაჯერებლად, მნიშვნელოვნად არსობრივი მნიშვნელობა ზიარების, ანუ ქრისტეს სისხლისა და ხორცის, მე პირდაპირ არ მახსოვს. მინდა რომ ყველას, განსაკუთრებით კი, პატრიარქს მადლობა ვუთხრა. ძალიან საინტერესო იყო ზიარების მნიშვნელობის განმარტება და კიდევ მისი ცხოველსმყოფელი, სიცოცხლის მომნიჭებელი ძალა ქრისტეს სისხლის და ხორცის.

დადიოდნენ სტიქაროსნები და როგორ მოუწოდებდნენ ადამიანებს. მართლაც ძნელია, როცა წირვაზე დგახარ, შეიძლება გაიწიო, შეიძლება შემთხვევით ახლოს მიხვიდე და ისინი აფრთხილებდნენ. მაგალითად, მე, როგორც სასულიერო პირი ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი წესრიგის, რომელიც ტაძარშია“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები