მარინა ეზუგბაია: 7 ინფიცირებული არასრულწლოვანი გვყავს და მათი მდგომარეობა სტაბილურია
“თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი იმყოფება და მათი მდგომარეობა სტაბილურია”, – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ მათთან ეს მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდება, სასურველი შედეგიც დადგება.
“არ გაუარესებულა მათი მდგომარეობა. დინამიურად ვაკვირდებით, რადგან ვიცით, რომ ორი კვირის განმავლობაში სტაბილური სიტუაცია ჩვენთვის არის კარგი შედეგი. ეს ნიშნავს, რომ თუ არ პროგრესირებს დაავადება ორი კვირის განმავლობაში სტაბილური სიტუაციიდან, უკვე გამოჯანმრთელება გვეწყება. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით სტაბილური სიტუაცია გვაქვს და თუ მათთან ეს მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდება, გამოსავალი ალბათ კარგი იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.