ნინო ლომჯარია: ქრისტეს სიკვდილის მიზეზად ასფიქსია სახელდება, რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან, არაფერი შეცვლილა
“იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხელისუფალმა კვლავ ხელი დაიბანა.
“სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან… არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა”, – წერს ნინო ლომჯარია.