“ერთი კოვზით რომ დაავადება გადადიოდეს, მაშინ ქართველებიც და სხვა მართლმადიდებელი ერები აღარ უნდა იყოს ქვეყანაზე”
“ერთი კოვზით რაიმე დაავადება რომ გადადიოდეს, მაშინ ქართველებიც და სხვა მართლმადიდებელი ერები აღარ უნდა იყოს ქვეყანაზე”, – ამის შესახებ დეკანოზი დავით კონჯარია სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, დედამიწაზე ყველაზე მეტ ადამიანს თავად ადამიანი კლავს.
“გილოცავთ წმიდა ზიარების დღეს! გვეწეოდეს უფალი და გვფარავდეს მუდამ. მართლმადიდებლური საქართველო ფიზიკურად იმიტომ გადავრჩით, რომ მუდამ ვეზიარებოდით. ასე რომ არ იყოს და ერთი კოვზით რაიმე დაავადება გადადიოდეს, მაშინ ქართველებიც და სხვა მართლმადიდებელი ერები აღარ უნდა იყოს ქვეყანაზე. მაგრამ ჩვენ ვარსებობთ და ვიარსებებთ უფლით მუდამ.
დედამიწაზე ყველაზე მეტ ადამიანს კლავს, მათ შორის, საქართველოშიაც თავად ადამიანი. 2019 წელს 30 ათასი ჩვილი მოკლეს საქართველოში (ექიმებმა და მშობლებმა) და მსოფლიოში 42,3 მილიონი ჩვილი მოკლეს (ექიმებმა და მშობლებმა)
ანუ, მსოფლიოში ექიმები საშუალოდ კლავენ:
დღეში – 115,890 ბავშვს!
საათში – 4,829 ბავშვს!
წუთში – 80 ბავშვს!”, – წერს დეკანოზი დავით კონჯარია სოციალურ ქსელში.