ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი კლინიკა „თიმის“ ექიმია
ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი კლინიკა „თიმის“ ექიმია.
როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული. აქედან ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისის მედიცინის ცენტრიდან არის გადმოყვანილი.
კლინიკა „თიმის“ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ ღამით დაუდასტურდა. ასევე, ინფიცირებულია აღნიშნული კლინიკის ორი პაციენტიც.