ჩინეთის საგარეო უწყება: უხანის ლაბორატორიაში ვირუსის შექმნის შესახებ ვერსია უსაფუძვლოა

“ახალი ტიპის კორონავირუსის ლაბორატიულად შექმნის შესახებ ვერსია არცერთი მტკიცებულებით არის გამყარებული”, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ჩჟაო ლიცზიანი Fox News-ის პუბლიკაციას იმის შესახებ, რომ “ნულოვანი პაციენტი” იყო უხანის ლაბორატორიის თანამშრომელი.

მისი თქმით, ვირუსის წყაროსა და წარმომავლობის შესახებ საკითხი მედიკოსებისა და მეცნიერების მიერ უნდა იყოს შესწავლილი. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა”.

Fox News-ს წყარომ განუცხადა, რომ COVID-19, სავარაუდოდ, უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ იმის დემონსტრირების სახით, რომ ჩინეთის შესაძლებლობა ვირუსების გამოვლენასა და მათთან ბრძოლის ჭრილში აშშ-ის შესაძლებლობებს უტოლდება ან აღემატება.

ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, უხანის ბაზარში, რომელიც ვირუსის წყაროდ მიიჩნევა, ღამურებს არასდროს ყიდდნენ. ამ ბაზრის მეშვეობით ჩინეთი ლაბორატორიიდან ყურადღების გადატანას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები