თეა წულუკიანი: დავრჩეთ სახლში, მე პირადად არ ვიქნები ტაძარში

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის ერთადერთი მისაღები პოზიცია სახლში დარჩენაა.

“ერთადერთი მისაღები პოზიცია არის ის, რომ დავრჩეთ სახლში. წირვა იქნება, სასულიერო პირების საქმეა ეს, მღვდელი იმისია, რომ წიროს, მით უმეტეს, აღდგომის ღამეს. მაგრამ მე პირადად არ ვიქნები ტაძარში იმის მორიდებით, რომ სხვა მოქალაქეს რამე არ გადავდო; იმის მორიდებით, რომ ეკლესიას არ მივუტანო ვირუსი და ამით არ დავუშავო რამე და არ მივაყენო აუნაზღაურებელი დარტყმა, რომელსაც ის ასეთ შემთხვევაში მოქალაქის ქცევის გამო მიიღებს”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები