ლევან რატიანი: ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები(ვიდეო)

“თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს, რასაც ჩვენი ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა აკეთებს, სამწუხაროდ, ვერ აუვალთ ამას ქართველი ექიმები”, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ყველა არ დაიცავს რეკომენდაციებს, დადგება მომენტი, როცა ქვეყანას ექიმი არ ეყოლება.

„სულ ვამბობ, ამ ვირუსის შესახებ არც მე ვიცი ბოლომდე და არცერთმა წამყვანმა ინფექციონისტმა, არათუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ – მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. ერთადერთი, რაც ვიცით ამ ვირუსის ბიოლოგიური თვისების შესახებ, ეს არის ის, რომ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ფიზიკური დისტანცირება, რომ დროში გაიჭიმოს ეს ყველაფერი, არ გავხდეთ ინფიცირებულები, არ წამოგვივიდეს ის გართულებები, რაც დღეს მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაშია.
ამ ეტაპამდე, დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ, ალბათ, თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს, რასაც ჩვენი ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა, სამწუხაროდ, აკეთებს, ვერ აუვალთ ამას ქართველი ექიმები. ბატონ პაატას დიდ პატივს ვცემ, ნამდვილად ასე იქნება, დადგება მომენტი, როცა ქვეყანას ექიმი არ ეყოლება. იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი.
ყევლას ვთხოვ და მოვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან. მყავს 3 შვილი, თვე-ნახევარია, რომ ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ მინახავს. ასეთი ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ.

ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში. არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. თვითონ გამოძვრნენ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ვენტილაციას და იხრჩობიან. ამ ხრჩობის ყურება ჩვენთვისაც ძალიან ძნელია, ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ.
სახლშიც რომ ვიქნებით ერთად წყალი, ჩაი ერთმანითის პირისპირ არ უნდა დავლიოთ”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები