მაკა სოლოღაშვილი: შესაძლოა, არ გვეყოს მედპერსონალის, ეკიპირებისა და ადგილების მარაგი, ამიტომ ავიმაღლოთ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და სახლში დავრჩეთ

“ყველაფერი საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია, ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ  არ გვეყოს მედპერსონალი, ეკიპირება და ადგილები და სერიოზული რისკების წინაშე დავდგეთ”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

სოლოღაშვილი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ  არ გვეყოს მედპერსონალი, ეკიპირება და ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ახლა ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი ალბათ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩვენი, საზოგადოების ხელში. ამიტომ დარჩით სახლში. აღჭურვილობა, თუ ასეთი ტემპით წავიდა ზრდა, როგორც ახლა, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, არაპროგნოზირებადია ყველაფერი. კიდევ შეგვიძლია ერთი იმდენი დადასტურებული პაციენტების მიღება, რამდენიც ამ დროისთვის ჩვენთან მკურნალობს. თუ საეჭვო პაციენტები იქნებიან, რაც თითო ადამიანის თითო პალატაში იზოლირებულად მოთავსებას გულისხმობს, მაშინ უკვე რესურსი საკმაოდ მცირეა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები