ნინო წილოსანი: ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ამუშავებს პროგრამას, რომლის დაფარვის სფერო ძალიან დიდია
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა უწყებათაშორისი საბშოს ფარგლებში შექმნილ ანტიკრიზისულ ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ამუშავებს პროგრამას, რომლის დაფარვის სფერო ძალიან დიდია.
„როგორც პრემიერმინისტრმა დააანონსა, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შეიქმნა ანტიკრიზიული ეკონომიკური ჯგუფი, რომლის ფარგლებში ყოველდღიურ რეჟიმში საბჭოს წევრები ვიკრიბებით დისტანციურად იმისთვის, რომ როგორც კრიზისის დროს, ასევე, პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავება მოხდეს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროგრამის დაფარვის სფერო იქნება ძალიან დიდი – დაწყებული ინდივიდების ინტერესებიდან, ასევე, ბიზნესისა და თავად ბიუჯეტის უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ჯგუფის მუშაობის პროცესში ვმსჯელობთ. უახლოეს დღეებში პრემიერმინისტრი და მთავრობა წარმოადგენს პროგრამის შინაარსს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლის ბოლომდე ჩვენი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მოხდება 3 მილიარდი აშშ-ის დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების მობილიზება, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ყველა რისკები”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.