მამა ანდრია სარია სააღდგომო ლიტურგიაზე: შესაძლოა, ათასობით ადამიანი დაინფიცირდეს

“3 ადამიანის შეყრა იკრძალება, რა მნიშვნელობა აქვს, ტაძრის შიგნით იქნებიან თუ გარეთ, როცა გეუბნებიან, რომ სახლში უნდა დარჩე”, – ამის შესახებ მღვდელმონაზონმა, ანდრია სარიამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სააღდგომო ლიტურგიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქო ეკლესიას საკუთარ თამაშში ითრევს.

“ეს იქნება სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმა, ხარაკირის ტოლფასი. საკუთარ თამაშში ითრევს საპატრიარქო ეკლესიას და ეკლესია ასეთ თამაშში არ უნდა შედიოდეს. როცა გეუბნებიან, რომ სახლში დარჩე, რადგან შესაძლოა, ათასობით ადამიანი დაინფიცირდეს და არის უდიდესი რისკი, შენ კი ადამიანებს სთავაზობ სკამებს, თუმცა მაინც ერთად შეიყრებიან. 3 ადამიანის შეყრა იკრძალება, რა მნიშვნელობა აქვს ტაძრის შიგნით იქნებიან თუ გარეთ. მე მგონია სახელმწიფო ამაზე ვერ და არ წავა, რეალურად დაიშლება სახელმწიფოც სამომავლოდ. ეს იქნება იმ ადამიანების სიკვდილის რისკის წინაშე დაყენება, ვისაც დღემდე უფრთხილდებოდნენ”, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები