დავით ჩიხელიძე: მთავრობამ შეუძლებელი შეძლო და მცირე დროში 3.5 მილიარდის მობილიზება მოახდინა
„მთავრობის მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან მათ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს და დროის მცირე მონაკვეთში 3.5 მლრდ-ის ფულადი რესურსის მობილიზება მოახდინეს”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ცალსახაა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო რუკაზე საქართველოს როლი/მნიშვნელობა მკვეთრად გაიზრდება.
„საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გამკაცრდა, რაც, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი და ლოგიკურია, გამკაცრება აუცილებელი იყო, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ კარგად დაწყებული საქმე კარგად დავასრულოთ. როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა, „მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს”. თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, მაგრამ, ასევე, აქვს მოვალეობა მოვალეობა ქვეყნისა და ადამიანის წინაშე. ახლა საუკეთესო დროა, რომ ჩვენი ვალდებულება/მოვალეობა გავითავისოთ, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, ერთ მუშტად შეკრული ერის დამარცხება შეუძლებელია, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი აზროვნება და არ გავექცეთ პასუხისმგებლობას.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის ეკონომიკურ ნაწილს, მთავრობის მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან მათ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს და დროის მცირე მონაკვეთში სამ მილიარდ ნახევრის ფულადი რესურსის მობილიზება მოახდინეს. საქართველოს ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, ეს თანხა სრულიად საკმარისია, რომ ეკონომიკური რეცესია შევაჩეროთ და წინსვლაზე ვიფიქროთ. ახლოს ვართ საბოლოო გამარჯვებასთან, აღნიშნული თანხა კი გვაძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ეკონომიკური დანაკარგის შევსება. ასევე, ნათლად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრებისთვის. ცალსახაა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო რუკაზე საქართველოს როლი/მნიშვნელობა მკვეთრად გაიზრდება, ძალიან მალე საქართველო წინსვლას კვლავ მძლავრი ნაბიჯებით განაგრძობს!
საქართველო გაიმარჯვებს!
#დარჩისახლში”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.