აშშ-ის საელჩო: გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს შსს-სა და თავდაცვის ძალებში
“დღეს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.
„ისინი მხარდამხარ მუშაობენ ამ კრიზისთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა საქართველომ უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლოს COVID 19-თან გამკლავება. ასეთი პროფესიონალების გამბედაობისა და თავდადების წყალობით ხდება ვირუსის გავრცელების შეკავება, ქვეყნის მიერ კრიზისის დაძლევა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა“, – აღნიშნულია „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე.