საარსებო მინიმუმი 201 ლარი გახდა
2020 წლის მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 206.1 ლარს გაუტოლდა.
თებერვალთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7.1 ლარით არის გაზრდილი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით კი ზრდა 24.9 ლარს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 206.1 ლარი;
ორსულიანი ოჯახისთვის – 292.1 ლარი;
სამსულიანი ოჯახისთვის – 328.6 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახისთვის – 365.1 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახისთვის – 410.7 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი – 485.6 ლარი.