ლევან რატიანი: ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ – “დარჩით სახლში”
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკური დისტანცია უმნიშვნელოვანესია.
“დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა ფიზიკური დისტანციაა, მაგრამ ერთი გამონაკლისით – დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან გთხოვთ ყველას, ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ – “დარჩით სახლში” ფიზიკური დისტანციით”, – აღნიშნა რატიანმა.