მარინა ეზუგბაია: დაახლოებით, 5 პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
“გუშინ ჩატარდა კორონავირუსზე კვლევები და პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, დაახლოებით, ხუთ პაციენტზე და ამათი კვლევა გაგრძელდება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი ეტაპის კვლევა დღეს დაახლოებით 8 პაციენტს ჩაუტარდება.
„გამოჯანმრთელებულები ოფიციალურად გვყავს 69, ამ ეტაპზე, კოვიდ სამკურნალო დაწესებულებებში 237 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი. გუშინ ჩატარდა კვლევები და პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, დაახლოებით, ხუთ პაციენტზე და გაგრძელდება ამათი კვლევა. დღეს ასევე პირველ ჯერზე კვლევები ტარდება, დაახლოებით, 8 პაციენტზე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.