გიორგი ცუცქირიძე: ვიყოთ ფრთხილათ და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ

„ვიყოთ ფრთხილათ და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ; ეს უპრეცედენტო 3-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების გამოყოფაც, გასულ წლებში ქვეყნის პროგრესს და საერთაშორისო აღიარებასაც ნიშნავს და ამის წინაპირობა იქნება”,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითებში გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, ქვეყანა გადადის სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების მეტად სახიფათო და მაღალრისკიან ეტაპზე და უნდა გვესმოდეს, რომ იმ ქვეყნებში სადაც იყო დაყოვნება ან ეკონომიკის “დაპაუზების” შიშით არ მიიღეს მკაცრი საკარანტინო ზომები, გავრცელების მასშტაბებიც მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც.

„პრემიერ გახარიას გადაწყვეტილება 10 მაისამდე საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებაზე და პარარელურად ოთხ დდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ტრანსპორტის შესვლის აკრძალვაზე, არის ყველაზე დროული და გამართლებული. ქვეყანა გადადის სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების მეტად სახიფათო და მაღალრისკიან ეტაპზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც იყო დაყოვნება, ან ეკონომიკის “დაპაუზების” შიშით არ მიიღეს მკაცრი საკარანტიო ზომები, გავრცელების მასშტაბებიც მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც. ვერც ქართველი ექიმების თავდადება, ვერც მათი მაღალი პროფესიონალიზმი და ვერც მაღალგანვითარებული ჰოსპიტალური ქსელი ვერ გახდება ვირუსის შეჩერების გარანტი. ეს ყველაზე კარგად ისრაელში გამოჩნდა, სადაც არის საკმაოდ მაღალი დონის ჰოსპიტალური ქსელიც და მედიცინაც თავისთავად, უმოკლეს დროში მოხდა ნაკლებად კრიტიკული წერტილიდან დაავადების ნახტომისებური ზრდა თანმდევი ლეტალური შედეგებით. ვერანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა და ვერც სოლიდური, თუნდაც, 3 მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტი ვერ გვიშველის თუ ეპიდემიის მასშტაბები პიკურ მაჩვენებლებზე გავიდა სიტუაციის დამძიმებისას, საკარანტინო ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელებას, ეკონომიკა უბრალოდ ვერ გაუძლებს, რადგან ფაქტიურად ორი კვარტლის მთლიანად ჩავარდნას ნიშნავს, რის შედეგადაც რეცესიის და ინფლაციის მასშტაბები არა თუ გაანულებს ეკონომიკის ზრდას, არამედ გადავალთ რა უარყოფით მაჩვენებლში, ქვეყანა შევა ღრმა რეცესიაში, რომლიდანაც გამოსვლას შეიძლება წლებიც კი დაჭირდეს. ვიყოთ ფრთხილად და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ; ეს უპრეცედენტო 3 მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების გამოყოფაც, გასულ წლებში ქვეყნის პროგრესს და საერთაშორისო აღიარებასაც ნისნავს და ამის წინაპირობა იქნება”, – აღნიშნავს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები