StopCoV ფონდში 128 მლნ 280 ათასი ლარია მობილიზებული

14 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 280 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:

· ელსი ვაიკიკი * LC WAIKIKI, 100 ათასი ლარი

· სს „ქართული ლუდის კომპანია”, 50 ათასი ლარი

· Georgian Building Group • ჯორჯიან ბილდინგ გრუპი, 30 ათასი ლარი

· სონნეთ ქონსთრაქშენი, 30 ათასი ლარი

· სააქციო საზოგადოება ლაღიძე, 7 ათასი ლარი

· სს „ბადიაური”, 3 ათასი ლარი

· ფლორინგ გრუპი, 2 ათასი ლარი

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.
სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას” და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები