ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როგორც კი მტერს დავამარცხებთ, დასავლეთიდან უდიდესი ეკონომიკური და ფინანსური დახმარება გვექნება

“იმან, რაც დღეს პრემიერის მხრიდან გაცხადდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯამურად, $3.5 მილიარდს მივიღებთ. მე იმედი მქონდა ერთიდან ორ მილიარდამდე დოლარის დახმარებისა”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი იმ ფინანსურ დახმარებაზე საუბრობს, რომელსაც საქართველო დასავლეთისგან მიიღებს.

„პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გამოაცხადა ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შესახებ. ეს სიმკაცრე გაგრძელდება 10 მაისამდე. არის ძალიან კარგი ამბავიც – როგორც კი მტერს დავამარცხებთ, მწამს, აუცილებლად დავამარცხებთ ვირუსს და გავიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენ გვექნება უდიდესი ეკონომიკური და ფინანსური დახმარება დასავლეთიდან: საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოგვცემს $447 მილიონს; ევროკავშირი და საერთაშორისო ბანკები სახელმწიფოს გამოუყოფენ $1.5 მილიარდს; იგივე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გამოუყოფენ ქართულ კერძო სექტორს კიდევ დამატებით $1.5 მილიარდს. მეგობრებო, მე იმედი მქონდა ერთიდან ორ მილიარდამდე დოლარის დახმარებისა. იმან, რაც დღეს პრემიერის მხრიდან გაცხადდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯამურად, $3.5 მილიარდს მივიღებთ. ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, უბრალოდ, ცოტა კიდევ მოვითმინოთ და გავიჭირვოთ”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები