ჯაღმაიძე: ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია იმისა, რომ ინფექციისგან დაცულები ვიქნებით
“ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია იმისა, რომ ინფექციისგან დაცულები ვიქნებით”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელი რამ არის.
„ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია იმისა, რომ ინფექციისგან დაცულები ვიქნებით. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროის განმავლობაში ყველას შეგვეყრება. ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოსა და ჩვენი სტრატეგიაც არის, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ, ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის, ამიტომ მაქსიმალურად ვაფრთხილებთ მრევლს და თანაც ვმსახურობთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.