პრემიერი: იმედი მაქვს, რომ 24-საათიან კარანტინამდე არ მივალთ, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ

“იმედი მაქვს, რომ 24-საათიან კარანტინამდე არ მივალთ, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შეკითხვას – იგეგმება თუ არა ქვეყანაში 24-საათიანი კარანტინის გამოცხადება.

“იმედი გვაქვს, რომ ამ დონემდე არ მივალთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვირუსის გავრცელების სისწრაფე დავარეგულიროთ. ამ ბალანსს ვცდილობთ, ვიმედოვნებთ, რომ ინფიციებულების რაოდენობა იმ დონემდე არ გაიზრდება, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. თუმცა ამას არ გამოვრიცხავ, ყველაფერია არის ორ რამეზე დამოკიდებული – ჩვენი ჯანდაცვა რამდენად გაუმკლავდება ამ ყველაფერს და მეორე, რამდენად მალე გავრცელდება ვირუსი”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები