საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში დამატებითი შეზღუდვების შესახებ მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები შედის ძალაში.
“მოქალაქეთა საყურადღებოდ! 2020 წლის 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები – კერძოდ: ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით. ასევე, ძალაში რჩება წინა შეზღუდვები”, – ნათქვამია განცხადებაში.