მაია ბუწაშვილი: ჩემი ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ ისეთი ვითარება არ იქნება, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ ისეთი ვითარება არ იქნება, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია. ამის შესახებ ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„სინამდვილეში, ეს პროგნოზები, ასე  თუ ისე, მაინც ემპირიული, ანუ ინდივიდურია და რაღაც განსაკუთრებულ გათვლებს ვერ ეყრდნობა იმიტომ, რომ არავითარი მაგალითები არ გვაქვს კორონავირუსის პანდემიისა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ. ამიტომ, რეალისტური გათვლები ამჟამად შეუძლებელია, ეს მაინც ვარაუდებია. ნებისმიერი ადამიანის, იქნება ეს ინფექციონისტი თუ ეპიდემიოლოგი, დასახელებული რიცხვი არის ვარაუდის დონეზე.

ჩემი ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც განსაკუთრებულ ციცაბო მრუდსა და ძალიან სწრაფ აღმავლობას, რასაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ვხედავთ, არ ველოდები. იმედია, ჩვენთან ეს არ მოხდება იმიტომ, რომ ვირუსის შეკავების პირველი ფაზა უფრო მეტად გახანგრძლივდა და იმედია, რომ ეს მრუდი იქნება უფრო მდორე და არა – მკვეთრად აღმავალი“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები