ლევან რატიანი: 62 და 65 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტები ჩვენს კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებენ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი ორი პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და ისინი კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებენ.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი მკურნალობს.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში 85 პაციენტი გვყავს, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 67.
62 წლის ქალბატონი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, კლინიკაში შემოყვანისას მდგომარეობა იყო ტერმინალური, ეს ქალბატონი დღეს, რამდენიმე საათში კლინიკიდან ეწერება გამოჯანმრთელებული.
ასევე, გვყავს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემთხვევა, 65 წლის ქალბატონი, რომელიც ასევე რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსისგან 69 ადამიანია გამოჯანმრთელებული.