გიორგი ვოლსკი: იყო პარლამენტში შეჭრის ორგანიზება და ირაკლი ოქრუაშვილი იყო ამის აქტიური მონწილე

“ნამდვილად იყო პარლამენტში შეჭრის ორგანიზება და ამის აქტიური მონაწილე იყო ირაკლი ოქრუაშვილიც”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის” გადაცემაში „დღის ქრონიკა” განაცხადა.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, არ ყოფილა თემა, როდესაც მნიშვნელოვან თემებზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ განიხილებოდა როგორც დაკავშირებული რაღაც პოლიტიკურ ინტერესებთან. ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმაც იციან, რომ ნამდვილად იყო პარლამენტში შეჭრის ორგანიზება და ამის აქტიური მონაწილე იყო ირაკლი ოქრუაშვილიც. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა და ამ ფაქტს ვერ აუხვალ”, – აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები