ეკატერინე ტიკარაძე: სადეზინფექციო საშუალებები, რომლითაც ქუჩების მორეცხვა ხდება, არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებით არ შეიცავს
“შედგენილია კონკრეტული გრაფიკი და ჯერადობა, თუ რამდენ ხანში ერთხელ და რა მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებაში არ შეიცავს”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – “ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ქუჩებში მორეცხვა და სადეზინფექციო სამუშაოები, მოსაზრებები გამოითქვა, რომ დიდი რაოდენობით სადეზინფექციო საშუალებები შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყოს, თუ აქვს სამინისტროს ნებართვა გაცემული იმ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებაზე, რომლითაც საქართველოს მაშტაბით ქუჩები ირეცხება”.
“ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ზომებს. ჩვენ დეტალურად გვაქვს გავლილი, თუ რა საშუალებებით მიმდინარეობს ამ ობიექტების მორეცხვა და არ ჩავთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტად დიდი რაოდენობით. შედგენილია კონკრეტული გრაფიკი და ჯერადობა თუ რამდენ ხანში ერთხელ და რა მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებით არ შეიცავს”, – განაცხადა მინისტრმა.