ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში მყოფ ასაკოვან ქალს ორჯერადად ჩატარებული ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ის კლინიკას, ალბათ, ხვალ დატოვებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფ ასაკოვან ქალს ორჯერადად ჩატარებული ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.

“ქალბატონი, რომელიც არის 80 წლის, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და, ალბათ, ხვალისთვის კლინიკას დატოვებს, კოვ ვირუსის გარეშე. ორჯერადად ტესტირების შედეგად მასთან არ დადასტურდა ინფექცია”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები