იმერეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  2 პაციენტი უკვე არსებულის, ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტია, მესამეს კი – საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მას საქართველოში კონტაქტები არა აქვს.

ქუთაისის ახალ ინფექციურში ასევე მოთავსებულია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადაყვანილი ცოლ-ქმარი. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, 18 პაციენტიდან 11-ის მდგომარეობა შედარებით მძიმე პნევმონიით მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, იმერეთში თვითიზოლაციაში 50 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი – 465 მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები