ლევან რატიანი: დადგება მომენტი, კორონავირუსი შეწყვეტს ბობოქრობას და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს

“პანდემიას, ეპიდემიას ახასიათებს ასეთი რაღაც, ბუნების კანონია, დაწყნარდება აუცილებლად ვირუსი და დაწყნარდებიან ადამიანებიც”,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დადგება მომენტი, კორონავირუსი შეწყვეტს ბობოქრობას და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს.

„იცით, რომ ამ ეტაპამდე მუშაობს რიგი სახელმწიფოები, რომ შექმნას ვაქცინა, მაგრამ დამტკიცებული მედიცინის მხრივ, ჯერჯერობით ვაქცინა არ არის. პანდემიას, ეპიდემიას ახასიათებს ასეთი რაღაც, ბუნების კანონია, დაწყნარდება აუცილებლად ვირუსი და დაწყნარდებიან ადამიანებიც, ვინც ამ კაცობრიობაში ცხოვრობდა. ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ერთი პირობით – ასეთი აგრესიულობის გარეშე. მე ინფექციონისტი არ ვარ, რეანიმატოლოგი ვარ, მაგრამ არსებობს ასეთი რაღაცები – ანუ, როდესაც დგება პანდემიისა და ეპიდემიის საკითხი, ვინაიდან ახლადწარმოშობილია ეს ახალი უჯრედები, ე.წ. ვირუსები, ბობოქრობენ. ასევე ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმიც. დადგება მომენტი, შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები