ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ორსული პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით მათ კლინიკაში მყოფი ორსული პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

“ამ ეტაპზე კლინიკაში 59 პაციენტი წევს. ქალბატონთან, რომელიც არის 24 კვირის ორსული, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ქალბატონი, ჯანმრთელი, კოვიდ ინფექციის გარეშე, რამდენიმე საათში კლინიკიდან ეწერება. გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობა და ამ ეტაპზე ფიზიოლოგიურ პარამეტრებს შეესაბამება.

ყველასთვის საინტერესო შემთხვევა, ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 18 დღის უკან, კრიტიკულ მდგომარეობაში, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, იცით, რომ ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან, მოხსნილია ჟანგბადდამოკიდებულება, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქალბატონთან მივიღეთ ორჯერადად უარყოფითი პასუხი, დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ ორშაბათისთვის კლინიკიდან გაეწერება.

რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

თქვენ იცით, რომ ხუთი ანალიზი გვქონდა გაგზავნილი, აქედან ორი იყო პირველადი, იქაც მიღებნული გვაქვს უარყოფითი პასუხები. დღეს განმეორებით ჩატარდება ტესტირებები და ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთვევაშიც მეორეჯერაც უარყოფით პასუხებს მივიღებთ და პაციენტები გაეწერებიან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები