საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60 – მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები