გორში ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 5 პირი დააჯარიმეს
გორში განვლილი 24 საათის განმავლობაში ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 5 ადამიანი დააჯარიმეს. გორის ხუთივე შესასვლელში მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კი თერმოსკრინინგი 6 000ადამიანს ჩაუტარდა.
ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა შიდა ქართლში 5 აპრილს დადასტურდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და ტრაილერის მძღოლად მუშაობს. ინფიცირებულს 31 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა.
ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე ერევანში, შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული.