ლევან რატიანი: დღეს ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის თქმით, დღეს ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მისივე განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტები დღეს ან ხვალ გაეწერებიან კლინიკიდან.
“კლინიკური გამოვლინების თვალსაზრისით, არც ერთ მოზარდთან კორონავირუსის დამახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი.
​რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, ბოლო 48 საათის წინ მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო, დასჭირვებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა, საბედნიეროდ, ამ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. მის ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაცია სტაბილურია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული ეტაპი გადავლახეთ. დღეს ველოდებით ხუთ ადამიანის გამოჯანმრთელებას”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები