ლევან რატიანი: ინფიცირებული 81 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის თქმით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან აღნიშნა, რეანიმაციაში რვა პაციენტია, სამი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი ხუთი კი, სპონტანურ სუნთქვაზეა.

„ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენ ორ პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, კლინიკურად სახეზეა ფილტვისა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. ასევე, თირკმლის, ღვიძლის დაზიანება, რაც მიუთითებს, რომ არის მულტიორგანული უკმარისობა. ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ.
​რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ერთ მათგანთან გუშინ გავიდა 14 დღე და ვირუსზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს ანალიზი განმეორებით გაიგზავნება და, თუ დღის ბოლომდე მოვა უარყოფითი პასუხი, ის გაეწერება ბინაზე“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები