ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტიდან ერთი ორი წლის ბავშვია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში გამოჯანმრთელებული 2 პაციენტიდან, ერთი ორი წლის ბავშვია.
„17 პაციენტიდან არის ორი გამოჯანმრთელდა, რაც ძალიან კარი ამბავია. გამოჯანმრთელებულია ორი წლის ბავშვი. ამასთან კლინიკაში დაგვემატა ერთი ბავშვი, მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა, გადმოყვანილია ქუთაისიდან და გახდა 17 დადასტურებული პაციენტი. ეს პაციენტი არის სვანეთის კლასტერი, ეს არის ხუთი წლის ბავშვი გამოხატული პნევმონიით. დანარჩენი პაციენტებიდან ერთი რჩება საყურადღებო, რვა პაციენტი ამ ეტაპისთვის ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა შეიძლება ეს რაოდენობა გაიზარდოს. გამოჯანმრთელებულ ბავშვს თუ აღარ ჩავთვლით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ბავშვი რჩება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები