საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეწვივნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მცხეთა – მთიანეთის სამმართველოს თანამრომლებმა და მცხეთა – მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭართლის, მუგუდას, ბედონის, სეფესა და ქვეშეთის მრავალშვილიანი და სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა და მხარის რწმუნებულმა თანამოქალაქეებს სურსათ – სანოვაგე გადასცეს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია მედიცინის მუშაკთა რეკომენდაციების, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესებისა და ქვეყანაში ვირუს კოვიდ 19-თან ბრძოლის შედეგების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები